სტიქიის ზონაში ძებნის სამუშაოები 36 ლოკაციაზე გრძელდება

21 აგვ 2023

სტიქიის ზონაში კიდევ 5 მოქალაქეს ეძებენ. სამუშაოები ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ძებნის პროცესი მდინარეებთანაც მიმდინარეობს, სადაც ბოლოს ცხედარი სტიქიის ზონიდან 55 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

შეგახსენებთ 3 აგვისტოდან დღემდე 28 დაღუპულია ნაპოვნი. მათგან სამს დღეს დაკრძალავენ.