საჭადრაკო ტურნირი „შავი ზღვის დელფინი 2023“

21 აგვ 2023

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ტრადიციული ღია საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში „შავი ზღვის დელფინი 2023“, რომელიც გოგონათა და ვაჟთა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. შეჯიბრებაში ხუთი ქვეყნის 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირი როგორც კლასიკურ, ასევე ელვისებურ ჭადრაკში გაიმართა.