24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა 

23 აგვ 2023

ხვალ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. თარიღთან დაკავშირებით ბათუმში არსებული ორგანიზაცია „Batumi for Ukraine“ და აქტივისტები სხვადასხვა ღონისძიებას გამარეთავენ. ქალაქის ქუჩებში საქართველოს და უკრაინის დროშებით მოეწყობა ავტო-მოტო გარბენი.  

საღამოს 18:30 საქათიდან ორი საათის განმავლობაში  სანაპიროზე  იმოძრავებს კატერი, საიდანაც გაიშვება უკრაინისა და საქართველოს  დროშების ფერებში კვამლი.  

ღონისძიების დასასრულს ანბანის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება. შეგროვებული თანხა კი უკრაინაში მებრძოლეების დასახმარებლად გადაირიცხება.