23 აგვ 2023
სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ობიექტებს ამოწმებს სადაც პესტიციდები და აგროქიმიკატები იყიდება.
კონტროლი უკვე განხორციელდა 300-მდე ობიექტში, საიდანაც 29 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით, ასევე რიგ შემთხვევებში არ იყო დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები.
წელს სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილია ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმება, ასევე აღებული და გამოკვლეული იქნება პრეპარატების 500-მდე ნიმუში.