ბათუმელმა ფრენურთელებმა ბულგარეთის ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

24 აგვ 2023

აჭარის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის ქალაქ პრიმორსკოში ჩატარებულ ტურნირში “შავი ზღვა 2023”, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.

აჭარის ნაკრებმა ფინალი ლატვიის “ლიმბაზა”-სთან დათმო.

ტურნირში მონაწილეობდნენ გუნდები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან და ლატვიიდან.