„დროას“ განმარტება ელენ ხოშტარიას მიერ რუსეთიდან მიღებულ ჰონორარებზე

24 აგვ 2023

მეორე დღეა განხილვის თემაა ელენე ხოშტარიას დედის მიერ ბათუმში, რამდენიმე დღის წინ  შეძენილი ბინა და ფინანსების რუსული წარმოშობა.

თანხა, როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულია. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში საუბრობენ.

როგორც პარტია ''დროას'' მდივანმა აღნიშნა, ეს არის ''ქართული ოცნების'' პროპაგანდის ნაწილი რომ გააშავონ და ხელი შეუშალონ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.