ბათუმი ბავშვთა ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

24 აგვ 2023

25 აგვისტოს ბათუმში სტარტს აიღებს ტრადიციული ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2023“, რომელშიც ევროპისა და აზიის 20 ქვეყნის 100-ზე მეტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება შვიდ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება. საქართველოდან ჩემპიონობისთვის ჩვენი ქვეყნის ყველა ტოპ-კლუბის საფეხბურთო აკადემიისა და სკოლების გუნდები იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი ერთ-ერთ ასაკობრივ კატეგორიაში ტურნირის „იუვენტუსის“ ბავშვთა საფეხბურთო გუნდი გახდა. წელს იტალიური გრანდი ბათუმში ორ გუნდს წარადგენს. მატჩები ანგისის ბაზაზე და რაგბის მოედანზე გაიმართება.

„ბათუმის თასი 2023“ პირველ ოქტომბერს დასრულდება.