ისტორიული საკალათბურთო მატჩი

26 აგვ 2023

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველი კალათბურთელები პლანეტის პირველობაზე დღეს ჩაებმებიან. 

ილიას ზუროსის გაწვთნილი საქართველო პირველ ტურში აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელ კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. მატჩი ოკინავაზე რამდენიმე წუთში დაიწყება. 

ფორმატის თანახმად 32 გუნდიდან 16 საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გადავა, ხოლო დანარჩენები 17 დან 32 ადგილების ჩათვლით გაინაწილებენ პოზიციებს.