დღეს ქალთა საფეხბურთო კლუბი "ბათუმი" სტუმრად ნორჩ "დინამოს" დაუპირისპირდება

27 აგვ 2023

საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში "ბათუმი" სტუმრად ნორჩ "დინამოს" დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები ქალთა ლიგის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო ნორჩი "დინამო" 9 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

ნორჩი „დინამოსა“ და „ბათუმის“ მატჩი გლდანის საფეხბურთო ცენტრში 17:30 საათზე დაიწყება.