რუსეთმა პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა

27 აგვ 2023

ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი გენეტიკური ტესტით დადასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრიგოჟინი 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი პირადი თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. მასთან ერთად დაიღუპა ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.