საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

28 აგვ 2023

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა ლარსზე მყოფი უკრაინელების შემოშვების მიზეზი.

სამინისტროს განცხადებით, „იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ".

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე დაელოდებიან შესაბამისი პროცედურების დასრულებას.