ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა სრულდება

29 აგვ 2023

ტურისტებს ხიხანის ციხემდე ასასვლელი ახალი ბილიკით სარგებლობა სექტემბერის მეორე ნახევრიდან  შეეძლებათ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტმანეტი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც  ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე უკვე დამონტაჟდა გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური.   

წელსვე დასრულდება სოფელ ხიხაძირში ხიხანის ციხესთან მისასვლელი 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც.