საზოგადოება ზურაბ ჭკუასელს დაემშვიდობა

29 აგვ 2023

დღეს, ზურაბ ჭკუასელს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. საზოგადოება ცნობილ ტელეწამყვანს და გიდს ემშვიდობება.

ზურაბ ჭკუასელი აჭარის ტელევიზიაში ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. მან თავი საზოგადოებას განსაკუთრებული თხრობის მანერითა და ინტონაციით დაამახსოვრა. 

ცნობილ ტელეწამყვანს ქობულეთში, სოფელ კონდიდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.