01 სექ 2023
ბათუმში ბარათაშვილის 14 ნომერში მცხოვრები 26 ოჯახი ავარიული სახლის დემონტაჟს და ახლით ჩანაცვლებას ითხოვს. ამბობენ, რომ ხელთ აქვთ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც კორპუსში ცხოვრება უსაფრთხო არ არის. მოსახლეობამ, ინვესტორი მოიძია, თუმცა, როგორც ამბობენ, მერია ნებართვის გაცემას აჭიანურებს.ბათუმის მერიაში კი განმარტავენ რომ განცხადება აღნიშნულის თაობაზე 24 აგვისტოს შევიდა და შესაბამისად წარმოება უკვე დაწყებულია