''ნაციონალური  მოძრაობის''  ბრალდება 

27 თებ 2017

ხულოს გამგეობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.  ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით ბიუჯეტის 60%-ს ხულოს გამგეობა პრემიებში, საკანცელარიო ნივთებსა  და მივლინებებში ხარჯავს. ჯორბენაძის განცხადებით, ბოლო წლებში ხულოს ადგილობრივ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გათანაბრებითი ტრანსფერი 2 მილიონი ლარით შემცირდა. ოპონენტთა შენიშვნებს უსაფუძლოდ მიიჩნევს ხულოს გამგებლის მოადგილე,  ლაშა ბოლქვაძის განცხადებით თანხები კანონიერად და მიზნობრივად გადანაწილდა .