რომაული ფესტივალი 2023

02 სექ 2023

რომაული ფესტივალი მიმდინარეობს გონიოს ციხეზე. ციხის ტერიტორიაზე გაცოცხლდა I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება.

ფესტივალზე მისულმა სტუმრებმა რომაული საბრძოლო შეიარაღება, ბარბაროსების სამხედრო ბანაკი და გაცოცხლებული ანტიკური ფრესკები უკვე ნახეს.