რომაული ფესტივალი 2023

03 სექ 2023

რომაული ფესტივალი გონიო აფსაროსის ციხე-სიმაგრეში გრძელდება. დღეს 16:00 საათიდან, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ რომაულ თამაშებში, საბრძოლო ხელოვნების მასტერკლასებში და ერთი დღით გახდნენ ძველი რომაული ეპოქის მონაწილეები.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გლადიატორთა ორთაბრძოლა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, რომაული ცეკვები და რომაული სამაგიდო თამაშები. 

ასევე გამოიფინება, კატაპულტები და საბრძოლო იარაღები, გაცოცხლებული ანტიკური ფრესკები. განთავდება ბარბაროსების სამხედრო ბანაკი. მოგვიანებით კი გაიმართება თოჯინების ინტერაქციული თეატრი: „არგონავტები“.