7-8 სექტემბერს საქართველოს ჯოზეფ ბორელი ეწვევა

05 სექ 2023

საქართველოში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  ჩამოდის. ჟოზეფ ბორელის ვიზიტი 7-8 სექტემბერსაა დაგეგმილი.

ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟოზეფ ბორელს ექნება შესაძლებლობა, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე გაცვალოს აზრები საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ბორელი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.