საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

06 სექ 2023

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს, ინფორმაციას „ჯვაროსნების“ პრესსამსახური ავრცელებს. ჩვენს გუნდს საწვრთნელი შეკრების მეორე დღეს ის ლეგიონერები შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს. ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები რვა სექტემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, 12 სექტემბერს კი გასვლაზე ნორვეგიას დაუპირისპირდება.