ქართველმა ძიუდოისტმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო

08 სექ 2023

ქართველი ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ზირაქაშვილმა ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ტურნირზე ხუთი ორთაბრძოლა მოიგო.

ქართველმა ფინალამდე ჩეხი, იტალიელი, ფრანგი და პორტუგალიელი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ აიდინ რზაიევს იპონით მოუგო.