ჯოზეფ ბორელის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

08 სექ 2023

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მესამე სექტორს ამ წუთებში ხვდება, სხვა შეხვედრების მსგავსად ამ აუდიენციებშიც ყურადღებას ჯოზეფ ბორელი თორმეტი რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები წლის ბოლოს, სტატუსის მინიჭებას ელოდებიან. ფიქრობენ, რომ სახელმწიფო იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ სტატუსის მოპოვება მძიმე დათქმებით და კონკრეტულ ვადებში იქნება გაწერილი.