დასაქმების მემორანდუმი

28 თებ 2017

ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი  გაფორმდა  აჭარის დასაქმების სააგენტოს, საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღასა“ და  სასტუმრო “კასტელო მარეს” შორის.  დოკუმენტი  მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. სასტუმროში კოლეჯის სტუდენტები 3 თვიან სასწავლო კურსს გაივლიან,  რის შემდეგაც ტესტირების ჩაბარების  შემთხვევაში დასაქმდებიან. როგორც სასტუმროს მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი ამბობს  ტურისტული  სეზონისთვის კონკურსი 200 - მდე სამუშაო ადგილზე გამოცხადდება.