ჰუმანიტარული დახმარება ბათუმიდან 

10 სექ 2023

სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარება ჩავა ბათუმიდან. ბათუმის რაიონული ორგანიზაციისა და "ქართული ოცნების" ორგანიზებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

პირველადი საჭიროების ნივთები გურიის რეგიონში გაიგზავნება და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება.