საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ოსლოში პირველ ვარჯიშს გამართავს 

11 სექ 2023

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოსლოში ჩავიდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. დღეს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ „ულევაალ სტადიონზე“ ივარჯიშებს.

ნორვეგია - საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.