პეტრიაშვილი ოქროსთვის, ფარტენაძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს 

17 სექ 2023

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში  გენო პეტრიაშვილი  ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა ამერიკელი მეისონ პერისი დაამარცხა და ფინალში მისი მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ამირ ჰასეინ ზარე იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლით გენომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც გაინაღდა.

დღეს წონითი კატეგორიების ფინალურ ბლოკში კიდევ ერთი ქართველი, შოთა ფარტენაძე იჭიდავებს, იგი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.