01 მარ 2017
ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. საპატრიარქოს პრესცენტრის ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. ,,უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“, - აცხადებენ საპატრიარქოში.