ამერიკის ხმა

17 სექ 2023

ამერიკელი ბოჰდან ოლინარესი უკრაინაში დაიბადა და ორი წლის ასაკში, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, მაგრამ როდესაც 2022 წელს, რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, მაშინვე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.

ყოფილმა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა უკრაინაში ექვსი თვე დაჰყო და დონეცკის რეგიონში თითქმის უეჭველ სიკვდილს გადაურჩა.