მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ ერთი საქმე აღიძრას

18 სექ 2023

სად მოგზაურობდა ექსპრეზიდენტი და რამდენი მილიონი დაიხარჯა მის კერძო ფრენებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან? მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ ერთი საქმე აღიძრას - ირკვევა, რომ ყოფილი პრეზიდენტის კერძო ვოიაჟები შეიარაღებული ძალებისთვის, ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა.  

"ქართული ოცნების" ლიდერები გამოძიების დაწყებას ელოდებიან.

თავდაცვის მინისტრმა ახალი დეტალების გასაჯაროება დააანონსა, რომელიც შესაძლოა სააკაშვილის პირად საქმეში რიგით მე-6 ბრალდებად ჩაიწეროს.