დღეს "დინამო" ბათუმი სტუმრად გორის "დილას“ დაუპირისპირდება

20 სექ 2023

დღეს "დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გადადებულ მატჩს გორში "დილასთან" ითამაშებს.

ამ გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში გამართული ორი მატჩიდან ერთი "დილამ" მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 52 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო "დილა" 41 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.