ქობულეთში ქუჩებს ფადიკო გოგიტიძის და დურსუნ ბალაძის სახელი დაარქვეს

20 სექ 2023

ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით რამდენიმე ქუჩას სახელი შეეცვალა. პოპოვის ქუჩას, პირველი მფრინავი ქალის ფადიკო გოგიტიძის სახელი, ხოლო აღმაშენებლის გამზირის მე-2 შესახვევს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ დურსუნ ბალაძის სახელი დაერქვა. ქუჩებისთვის სახელების შეცვლის ინიციატორი მოსახლეობა იყო. უახლოეს დღეებში საკრებულო სოფელ ხუცუბნის მე-12 ქუჩის მცხოვრებლებმის ინიციატვაზეც იმსჯელებს, რომ მათ ქუჩას "თეთროსნის" სახელი მიენიჭოს.