რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა

21 სექ 2023

რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

შესაბამის დადგენილებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. მთავრობის განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია შიდა ბაზარზე საწვავის ფასის სტაბილიზაციის მიზნით.