სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

22 სექ 2023

სარაგბო კლუბმა "ბათუმმა“ საქართველოს რაგბი დიდი 10-ის 2023-24 წლების სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ირაკლი ნინიძის გუნდმა მესამე ტურის შეხვედრაში სტუმრად „ყაზბეგი“ 21-32 დაამარცხა. ბათუმელებმა შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 4 ლელო დაუდეს.

გატანილი ლელოთი თავი: გიორგი წიკლაურმა, ვაჟა თაგაურმა, გიორგი მენაბდემ და ზურა ძნელაძემ გამოიჩინეს. სამი გარდასხვა და ორი ჯარიმა კი მამუკა ნინიძის ანგარიშზეა.

ამ დროისთვის „ბათუმი“ დიდი 10-ის სატურნირო ცხრილს 13 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები 7 ოქტომბერს შინ ქუთაისის „არესთან“ გამართავენ.