პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

24 სექ 2023

ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებებს ცილისმწამებლურს უწოდებს და წერს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას და კანონს არ არღვევს. 

ადმინისტრაცია განმარტავს, რომ პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სრულად გაცნობიერებული აქვს და ამ გადაწყვეტილებით ის სახელმწიფო ინსტიტუტებს რეაგირებისა და ქვეყნის რეპუტაციის გადარჩენისთვის ვადას აძლევს.