ბექა გორგაძე „ბორჯღალოსებს“ ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარება

27 სექ 2023

მსოფლიო თასზე, მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები 30 სექტემბერს ბორდოში ფიჯის დაუპირისპირდება და ჩვენს გუნდს ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე, ბექა გორგაძე ვერ დაეხმარება.

გორგაძემ პორტუგლიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და თამაშს ვერ შეძლებს. მას ოთარ გიორგაძე შეცვლის.

"ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩისთვის მზადებას ლა როშელში აგრძელებს.