მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში 

27 სექ 2023

4-8 ოქტომბერს პორტუგალიაში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი  გაიმართება. ამ დროისთვის ტურნირზე 73 ქვეყნის 550-მდე მონაწილეა დარეგისტრირებული, რომელთაგან 17 ქართველია - ცხრა ვაჟი და რვა გოგო. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 99 800 ევროა.

ინდივიდუალური ტურნირის ჩემპიონებს 2 500 ევრო ერგებათ, ჩემპიონი გუნდი კი 8 000 ევროთი დაჯილდოვდება.