საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

27 სექ 2023

საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სანქცირებული გემისა და ტვირთის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში სანქცირებული გემი ან ტვირთი შემოვიდა სიცრუეა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გემები და ტვირთი ევროკავშირის რეგულაციებით მოწმდება.