საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო

28 სექ 2023

თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. 

სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სპეციალური თეორიული და პრაქტიკული  კურსი ესპანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარეს, სადაც ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება C90-ის ოჯახის ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების სისტემები შეისწავლეს.