ქალაქ როტერდამში საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია მოკლული

28 სექ 2023

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი აუდიტორიაში გახსნა, რის შემდეგადაც შემთხვევის ადგილას ხანძარი გაჩნდა.

თავდამსხმელი 32 წლის მამაკაცია და ის უკვე დაკავებულია.