29 სექ 2023
რუსეთის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურს ანდრეი ტროშევს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ტროშევს მოხალისეთა დანაყოფების შექმნა დაავალა.
აღსანიშნავია, რომ კრემლის მიერ გავრცელებულ ტექსტში არ არის ნახსენები თუ რას საქმიანობს ტროშევი.
პრეზიდენტის თქმით ვაგნერის ლიდერის ფორმირებულ დანაყოფებს შეეძლებათ სხვადასხვა საბრძოლო დავალების შესრულება, პირველ რიგში კი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი ადასტურებს, ამჟამად ტროშევის რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობას.