ბათუმის დრამატულ თეატრში 145-ე თეატრალური სეზონი დაიწყო 

30 სექ 2023

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულმა თეატრმა სეზონი სპექტაკლით „სოფელსა შინა“ გახსნა. წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა.

პიესა მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების, „შერცხვენილნის“ მიხედვით შეიქმნა.

სპექტაკლის რეჟისორი თაეტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ქანთარიაა, რომელიც ბათუმელ მაყურებელს მდიდარ და საინტერესო რეპერტუარს ჰპირდება.