შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან მშობლიურ კუთხეში

30 სექ 2023

საზეიმო დახვედრა მოუწყვეს მშობლიურ მხარეში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ლერი აბულაძეს. ახალგაზრდა ფალავანმა ქვეყანა ბევრჯერ ასახელა.

ბოლო წარმატებას რამდენიმე დღის წინ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიაღწია. 63 კგ წონით კატეგორიაში ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ხულოს მერიამ სპორტსმენი ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა, ჩემპიონმა პრემია მიიღო აჭარის მთავრობისგანაც.