კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება

01 ოქტ 2023

ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. 

მსოფლიო ტურში, 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს. შეჯიბრება 2024 წლის მარტში ჩატარდება.