საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებში ''ბათუმიდან'' ორი ფეხბურთელია გამოძახებული

03 ოქტ 2023

საქართველოს 17-წლამდე ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

ქართველი გოგონები სალომე ხუბულურის ხელმძღვანელობით კოსოვოში 3 მატჩს გამართავენ.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ქალთა საფეხბურთო კლუბ ''ბათუმიდან'' ორი ფეხბურთელი ნათია ცეცხლაძე და ქეთევან ჭურკვეიძე არის გამოძახებული.

17 წლამდე ნაკრების განრიგი ასეთია:

  • 3 ოქტომბერი საქართველო - ჩრდ. მაკედონია;
  • 6 ოქტომბერი კოსოვო - საქართველო;
  • 9 ოქტომბერი სომხეთი - საქართველო.