სახალხო დამცველის ინიციატივა - მარტოხელა მშობლების სტატუსი

02 მარ 2017

სახალხო დამცველი მოითხოვს დაიხვეწოს და დარეგულირდეს მარტოხელა მშობლების სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები საქართველოში არსებული სოციალური და კულტურული რეალობიდან გამომდინარე, ხშირად დგანან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინაშე. ომბუდსმენი, მთავრობას მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირებისთვის.