მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სასაზღვრო პოლიციას სატვირთო ავტომობილები გადასცა

03 ოქტ 2023

სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას და საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.