შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს? 

03 ოქტ 2023

სალომე ზურაბიშვილი თუ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, „რევოლუციურ პროცესებში ღიად ჩაერთვება“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტისა და „რადიკალური ოპოზიციის“ ალიანსი ისედაც ჩანს. კითხვაზე, ვის გულისხმობს პრეზიდენტისა და რადიკალური ოპოზიციის „საერთო პატრონში“, კობახიძე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიას“.

დღეს ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა.