თავდასხმა სირიაში სულ მცირე 116 ადამიანი ემსხვერპლა

06 ოქტ 2023

116-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა სირიის ქალაქ ჰომსში, სადაც სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.

დაღუპულთა შორი არიან აკადემიის კურსდამთავრებულები და 30-მდე სამოქალაქო პირი. დრონებით შეტევა დიპლომების გადაცემის ცერემონიის დროს განხორციელდა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა 120 ადამიანი.

ჰომსის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის გამო სირიის ხელისუფლებამ 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა. პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობა მომხდარში „საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს“ ადანაშაულებს.