სახალხო დამცველის ინიციატივა

03 მარ 2017

საქართველოს პარლამენტი შვილად აყვანასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავს. იმ შემთხვევაში თუ ახალი რეგულაცია დამტკიცდება, რიგში მყოფ ოჯახებს მზრუნველობის კურსების გავლა მოუწევთ.  აჭარაში კი ასეთი 100-მდე ოჯახია. ორჯერ უარის მიღების შემთხვევაში მათ შესაძლოა რიგი დაკარგონ. კანონში ჩაიწერება ასაკობრივი შეზღუდვაც.