ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე 

11 ოქტ 2023

საერთაშორისო კამპანიის ''ვარდისფერი ოქტომბრის'' ფარგლებში, აჭარის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ - “მედცენტრში“ გაეცნო.

დღეს სკრინინგით ხულოს მუნიციპალიტეტიდან 30-მდე ქალბატონმა ისარგებლა. მინისტრის მოადგილემ მათთან შეხვედრისას სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიაწოდა ასევე ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა სარგებლობა მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ.