ლიტერატურული ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“

12 ოქტ 2023

„შემოდგომის სერენადა'' - ასე ჰქვია ბათუმის ლიტერატურულ ფესტივალს,  რომელიც ბათუმის  მწერალთა სახლის ინიციატივით დაარსდა. ფესტივალი 3 დღიანია. პირველი დღე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული პოეტების გაცნობას დაეთმო.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. გაიმართება პოეზიის საღამოებიც.

ორგანიზატორები სამომავლოდ მასშტაბების გაზრდას და საერთაშორისო მნიშვნელობის მინიჭებას გეგმავენ.  ფესტივალს შეუერთდებიან მთარგმნელებიც.